photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

ბოდბე

ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი დასაეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2კმ-ზე. ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შკეთებული და რესტავრირებული. 1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით.
გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე.

კომპლექსში შემორჩენილიაქართული ხუროთმოძღვრებისძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა(სამი შვერილი აფსიდით).ბოდბის მონასტერს გამორჩეულიადგილი უკავია საქართველოსსულიერ ცხოვრებაში. ამისმიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომაქ განისვენებს ქართველთაგანმანათლებელი, მოციქულთასწორი წმიდა ნინო. დაბა„ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევწმიდა ნინოს სიცოცხლეშიგანადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმდროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველწყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.

შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. ბოდბის მონასტერიოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაცწარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი,რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიცისწავლებოდა
1600x603 / 195.2Kb
4 0 0.0

2024-12-04 kiborg

სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად