photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

ზვიად გამსახურდია

 

   
   
   
   

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს.

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი  "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", მაჟორიტარი, ვაკის საარჩევნო ოლქი, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი ინიციატივით ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991-1992 წლებში. სამხედრო გადატრიალების შედეგადად დატოვა საქართველო (1992 წლის 6 იანვარი). 1992-1993 წწ. იმყოფებოდა ქ. გროზნოში (ჩეჩნეთი). დაბრუნდა საქართველოში 1993 წლის 24 სექტემბერს. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი:parliament.ge;  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 107

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მრგვალიმაგიდა-თავისუფალი საქართველო, დამფუძნებელი (1990-1993)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" , წევრი (1975-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1970-1977)
  • საქართველოს პრეზიდენტი (1991-1992)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარე (1990-1991)
  • საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, თავმჯდომარე (1976-1993)

ბიბლიოგრაფია

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-18)
ნანახია: 18 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად