photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

ვახტანგ VI (მეფე)

 

   
   
   
   
   

ბიოგრაფია

ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, ქართლის მეფე 1716-1724 წლებში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.

ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი კულტურული აღორძინებით. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად "ვეფხისტყაოსანი" (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, რომელშიც განხილულია თეორიული საკითხები - პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობის კვლევა და სხვა. VI-ს წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც. VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას" ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი"), თარგმნა "ქილილა და დამანა", "ამირ-ნასარიანი" და სხვ.

ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირჩევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი - "მდურმა სოფლისადმი". ვახტანგ VI-ის სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.336-337

ბიბლიოგრაფია

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-19)
ნანახია: 25 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად