ბიოგრაფიასაქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი; უმეფობის ხანაში მონღოლებმა იგი რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს; მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება; მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს; გამოტეხვის მიზნით ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს; იგი შემთვევით გადაურჩა დაპატიმრებას(აჯანყებისათვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში); ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც მან შეთქმულების მონაწილეთა ამბავი შეიტყო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამოძმეთა ხვედრი; მისმა გმირულმა საქციელმა მონღოლთა ნოინი დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველა გაანთავისუფლა; ცოტნე დადიანი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც თანამოძმეთათვის თავდადების სიმბოლო; 1999 წელს ქართულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღეა 30 ივლისი (12 აგვისტო); იგი სავარაუდოდ, გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.256 | |||||||
| |||||||
ნანახია: 21 | |
სულ კომენტარები: 0 | |