ბიოგრაფიაXVIII საუკუნის მწიგნობარი; 1683-1690წწ. ბერად შედგა; 1690 წელს დაადგინეს დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვრად; იგი ენერგიულად იღვწოდა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც "დავითგარეჯის უდაბნოს მეორე აღმშენებელი" უწოდეს; 1699 წელს მისი ინიციატივით შედგა ჰაგიოგრაფიული კრებული(ხელნაწერი A-160), რომელშიც პირველად გაერთიანდა ასურელ მამათა ცხოვრების ამსახველი თხზულებანი; სულხან-საბა ორბელიანის თანამედროვე; ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელნაწერმა კრებულმა, რომლის შემდგენელი და რედაქტორი ოთარ მაჭუტაძე უნდა იყოს; ამ კრებულში არის 9 გალობისაგან შედგენილი ლიტურგიკული "კანონი" დავით გარეჯელის სახელობისა; "კანონს" ახლავს აკროსტიხი, რომლის ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ "კანონის" ავტორია სულხან-საბა ორბელიანი, უშუალოდ ჩამწერი - სხვა პირი, შესაძლოა ეს პირი იყოს ოთარ მაჭუტაძე; ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანი გარდაიცვალა; მისი ხსენების დღეა 29 (12-10); საეკლესიო მოღვაწე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 373; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. - გვ. 515 | |||||||||||
| |||||||||||
ნანახია: 16 | |
სულ კომენტარები: 0 | |