photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

ნინო ცინცაძე-ყარალაშვილი
   
   
   
   

ბიოგრაფია

მუშაობდა მინისტრთა საბჭოში სტენოგრაფისტად, ბევრ ინფორმაციას ფლობდა კომუნისტი ჩინოსნების შესახებ. შემდეგ მისი კარიერა ბაქტერიოფაგში გაგრძელდა, თუმცა იქვე დამთავრდა კიდეც, ბაქტერიოფაგში ნინო ცინცაძე გიორგი ელიავას მდივანი იყო. მას  ბრალი დასდეს შპიონაჟში და დივერსიის მოწყობის მცდელობაში, ვითომ ბაქტერიოფაგში მზადდებოდა პრეპარატები მოსახლეობის გასაწყვეტად. ნინო ცინცაძის დახვრეტის რეალური მიზეზი სასულიერო პირის შვილობა იყო,  გიორგი ელიავას თანამშრომლობა თუ სხვა რამ დაზუსტებით არავინ იცის. დააპატიმრეს 1937 წლის 10 აგვისტოს,  წაიყვანეს შინსახკომის მესამე განყოფილების კომენდატურაში. ნინო ცინცაძის ყოფნა-არყოფნის საკითხი ადრევე დააყენეს ჩეკისტებმა. ანტისაბჭოთა განწყობის გრძელ სიაში 32-ე ადგილი სწორედ ნინოს ეკუთვნის, თითქოს იგი გადაბირებული იყო საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. მისმა ოჯახმა 1958 წლის 13 მაისს რეაბილიტაციის ცნობა მიიღო. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შვილი. რეპრესირებული.

წყარო: სააგენტო "პრაიმტაიმი" პორტალი: primetime.ge

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-18)
ნანახია: 22 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად