ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ვანის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1888 წელს, ხოლო 1892 - კიევის სასულიერო აკადემია.
1893 წელს მღვდლად ეკურთხა და დაინიშნა დიდუბის ეკლესიაში. 1903 წელს გადაიყვანეს ქაშვეთის ეკლესიაში. 1909 წლიდან არის დეკანოზი, 1925-იდან მიტროპოლიტი, იმავე წლიდან - ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, 1927-იდან მანგლელი. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად (1932-1952). 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: "ქართული ეკლესიის ავტოკეფალია" (1905, რუსულ ენაზე). აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. ღვთის მეტყველების კანდიდატი (1892).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ.336
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტი, წევრი (1948-1952)
ბიბლიოგრაფია
|