photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

ივანე ჯავახიშვილი

 

   
   
   
   

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება
1899 წელს.

1901–1902წწ. მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში; 1902–1917წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი; 1907—1917წწ. ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს; 1918–1919წწ. იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი; 1919–1926წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; 1918–1938წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის კათედრას; 1936-1940წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი; 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი; არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი; მან შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი "ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა", რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად: "ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V—XVIII სს."(1916, 1921, 1945, 1977), "ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია"(1925), "ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია"(1926, 1949), "ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა"(1925); მას ეკუთვნის კაპიტალური შრომა "ქართველი ერის ისტორია"(5 წიგნად); ასევე შექმნა კაპიტალური ნაშრომი "ქართული სამართლის ისტორია"; მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას; მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში; მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. მიღებული აქვს პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი (1898). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.526; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.53

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თანადამფუძნებელი
  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, დამფუძნებელი, წევრი (1907-)
  • საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლა, დამფუძნებელი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოსათვის
  • 1938 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1898 - პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ოქროს მედალი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1976-1992 წლებში გამოცემული ნაშრომისთვის "მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის" 5 ტომად (9 წიგნად)

ბიბლიოგრაფია

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-18)
ნანახია: 79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად