photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

გოგია კენკიშვილი

 

   
   
   
   

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გულგულა, თელავის რაიონი.

"ტყის საძმოს" ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, გოგია კენკიშვილი წერა-კითხვის უცოდინარი და გაუნათლებელი ბიჭი ყოფილა. 1905 წლამდე, თავს მეძროხეობით ირჩენდა; ამ წელს კი მას ერთმა თელაველმა თავადმა ცილი დასწამა. მისთვის ქისტებს ძროხები მოეპარათ და საჩივარში ქურდთა ხელისშემწყობად რატომღაც მეძროხე გოგია კენკიშვილი დაასახელა. ეს უკანასკნელი პოლიციამ ისე დააკავა, რომ მის წინააღმდეგ არავითარი სერიოზული სამხილი არ ჰქონია, თუმცა მეძროხე ბიჭმა სიმართლის დამტკიცება ვერ შეძლო. 1906 წელს ის ციხიდან გაიქცა, ცილისმწამებელი თავადი მოკლა და ტყეში აბრაგად გავარდა. მალევე დაუკავშირდა "ტყის საძმოსაც". გოგია კენკიშვილი სიცოცხლის ბოლომდე რაზმის ერთ-ერთ რიგით წევრად დარჩა, თუმცა არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ხალხში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გადმოცემით, ის სპილენძის შაურიანს სულ ადვილად ღუნავდა ცერი და საჩვენებელი თითებით. გოგია მეტად ფიცხი კაცი ყოფილა და ცხელ გულზე ხშირად იქცეოდა წინდაუხედავადაც, თუმცა ხარება ჯიბუტის დიდი რიდი ჰქონდა და ძმადნაფიცს ("ტყის საძმოს" წევრები ერთმანეთის ძმადნაფიცები იყვნენ) ყოველთვის უწევდა ანგარიშს. 1913 წელს, თელავის მაზრაში ახალი ბოქაული დაინიშნა, გვარად მათურელი. მას ხელმძღვანელობამ დაავალა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა, "ტყის საძმო" გაენადგურებინა. 1913 წლის ნოემბერში "ტყის საძმოს" წევრები მაღრაანის ტყეს აფარებდნენ თავს. 1913 წლის 24 ნოემბერს სოფელ მაღრანიის ტყეში "ტყის საძმოს" თავს დაესხნენ შავრაზმელები და ყველანი ერთიანად ამოხოცეს, აბრაგთაგან ცოცხალი მხოლოდ ყარაულად მდგარი გიორგი მახნიაშვილი, ანუ უტრუხუნე გადარჩა. ძმადნაფიცების სისხლიც სწორედ მან აიღო. მოგვიანებით კი, უკვე ღრმად მოხუცმა, ხარება ჯიბუტის შთამომავლებს მაღრაანის ტყეში ის ადგილიც უჩვენა, სადაც ბოქაულ მათურელის ბრძანებით, აბრაგთა გვამები დამარხეს. 1955 წელს დახოცილთა ნეშტები ხარებას მშობლიურ სოფელ ართანაში გადაასვენეს. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.205

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-18)
ნანახია: 103 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად