photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

გიორგი სააკაძე
   
   
   
   

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (საყავრის თემი). 

გიორგი სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606წწ. გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩნდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე. წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც; სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. მან ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო; 1619 წლიდან მცირეწლოვანი სიმონ II-ის მეთვალყურე და ვექილი და ამდენად ქართლის ფაქტობრივი გამგებელი, საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი იყო; მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის გამოხსნას ყიზილბაშთა კონტროლისაგან და 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე ყიზილბაშთა დამარცხებისთანავე თბილისს დაეცა, ქალაქი და დაბალი ციხე აიღო, მაგრამ ნარიყალაში ვერ შეაღწია; ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობის ერთი ჯგუფი შეუერთდა მეციხოვნეების წინააღმდეგ მებრძოლებს; ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ მან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება სცადა, რასაც შედეგად მოყვა შინაომი მასსა და თეიმურაზ I-ს შორის (1626წლის შემოდგომა); ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა, სადაც ღალატით მოკლეს; თბილისში არის გიორგი სააკაძის მოედანი, სადაც აღმართულია მისი ძეგლი და სააკაძის ქუჩა; საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, დიდი მოურავი, თბილისის (1608 წლიდან), მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი; ცხინვალისა და დვალეთის მოურავი.

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-19)
ნანახია: 79 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად