photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

გიორგი ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი

 

   
   
   
   

ბიოგრაფია

დაახლოებით 1104-1118წწ. იყო საქართველოს სამეფო კარის ვაზირი, რუის–ურბნისის საეკლესიო კრების აქტიური მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი; ქმედით მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვა–გამგებლობაში; იყო დავით აღმაშენებლის "აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა", "მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი";  1110 წელს მისი მცდელობითა და ხელმძღვანელობით სამეფოს შემოუერთეს სამშვილდე, ხოლო 1115 წელს რუსთავი; 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად; ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა; საქართველოს მართმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 25 სექტემბერი(12 სექტემბერი). ვარაუდობენ, რომ იგი იყო სამეგრელოს მთავართა გვარიდან.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.33

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-19)
ნანახია: 88 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად