photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

ექვთიმე (აღმსარებელი)

 

   
   
   
   
   
   

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სადმელი, ხლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

XIX საუკუნის 30-იან წლებში ექვთიმეს თაოსნობით თბილისში დაარსდა უფასო "საღმრთო წიგნთ-საკითხავი", რომლის მიზანი იყო ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება. 1912 წელს ბერად აღიკვეცა გელათში. 1917 წელს ხელდასმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1921 წელს ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაანთავისუფლეს. 1925 წელს განაწესეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ფარულად გადმოიტანა და გადამალა საეკლესიო გალობის იშვიათი ხელნაწერები. სვეტიცხოველში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნევმირებულ კრებულს და ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადმოიტანა. 1929 წელს ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს, სადაც რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული ქართული საგალიბლების ხელნაწერები მიწაში დაფლა. 1935 წელს ექვთიმემ სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 5532 საგალობლის ხელნაწერი და სასულერო შინაარსის 34 სანოტო კრებული. 2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენი ექვთიმე ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისათვის წმინდანად შერაცხა და ექვთიმე აღმსარებელი უწოდა. მისი ხსენების დღეა 20 იანვარი (ახ. სტ. 2 თებერვალი). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.114

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-19)
ნანახია: 20 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად