დიმიტრი ახვლედიანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნასპერი, ქუთაისის გუბერნია, ლეჩხუმის მაზრა (ახლანდელი ცაგერის რაიონი). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტის სამუნებისმეტყველო ფაკულტეტი და პეტერბურგის სამხედრო აკადემია. სტუდენტების გაფიცვაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გააძევეს და პოლიციის ზედამხედველობა მიუჩინეს, რის ასაცილებლადაც სამხედრო უწყებაში შევიდა (აქვე დარჩა საბოლოოდ). 1907 წელს მიიღო ექიმის ხარისხი და იმავე წელსვე კახეთში დაიწყო მუშაობა. წერდა სამეცნიერო წერილებს, გამოკვლევებს. საქართველოს სახალხო მხატვრის მხატვარ ელენე ახვლედიანის მამა, სამხედრო ექიმი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.246 ბიბლიოგრაფია
| |||||||
| |||||||
ნანახია: 16 | |
სულ კომენტარები: 0 | |