ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1866 წელს, შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში (გერმანია) შემდეგ კი– ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში(გერმანია), რომელიც დაამთავრა 1871 წელს და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872–1878 წლებში ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში (გერმანია) სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 წელს გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად. საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველო ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. 1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 წელს თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900 წლისთვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1889–1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით "ძველისძველმა") და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა. დავით სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან. მან ააშენა ქაშვეთის ეკლესია ქართული კონიაკის ფუძემდებელი საქართველოში, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ქველმოქმედი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.100 | |||||||||
| |||||||||
ნანახია: 81 | |
სულ კომენტარები: 0 | |