ბიოგრაფიააღიზარდა თავისი პაპის ერეკლე II-ის კარზე; 1787-1789წწ. და 1797-1798წწ. სწავლობდა და მსახურობდა რუსეთში; 1795 წელს მიიღო გენერალ–მაიორობა; 1789-1791წწ. მისი მეთაურობით ქართველების ჯარმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა დაღესტნელთა რაზმებზე; 1795 წელს მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში; 1796 წლის აპრილ-მაისში წარმატებით სარდლობდა ლაშქრობას განჯაზე, 1798 წელს კი ყარსზე; გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იყო ქართლ-კახეთის გამგებელი, თუმცა რუსეთის მთავრობამ მას მეფობა არ დაუმტკიცა; 1803 წელს ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გადაასახლეს; აქ გაიშალა მისი მეცნიერული და ლიტერატურული მოღვაწეობა; დავით ბატონიშვილი ქართველ ვოლტერიანელთა პირველი წარმომადგენელი იყო; ქართულად თარგმნა ვოლტერიანული თხზულება; მას ეკუთვნის მიმოწერის ფორმით დაწერილი ნაწარმოები "ახალი შიხი", რომელშიც აისახა ფრანგ განმანათლებელთა იდეები; დავით ბატონიშვილის სატირულ ლექსებში გაკიცხული არიან მეფის მოხელეები; მისი ლირიკის მთავარი თემაა სოფლის სამდურავი და სიყვარული; დავით ბატონიშვილი ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობას; სულხან–საბა ორბელიანის "სიტყვის კონას" დაუმატა ცალკეული სიტყვები, შეავსო განმარტებანი, მიუწერა სომხური, თურქული და რუსული შესატყვისები; დიდ ყურადღებას უთმობდა საილუსტრაციო მასალას შევსება-დამატებას; 1803 წლიდან პეტერბურგში შეუდგა სტატიების შედგენას ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის, რაც იმ დროს საერთო ენციკლოპედიური სალექლიკოგრაფიო მუშაობის გამოძახილი იყო(მასალა მოღწეულია ფრაგმენტულად); 1814 წელს ქართულ ენაზე გამოცემული მისი ისტორიული ნაშრომი დაწერილია ქართლის ცხოვრების სქემის მიხედვით, მოიცავს 1744 წლამდე პერიოდს და წარმოადგენს ვახუშტის ისტორიის გაგრძელებას; რუსულ ენაზე დაწერილი მისი ნაშრომები მოიცავენ საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე; დიდად მნიშვნელოვანია დავით ბატონიშვილის მოღვაწეობა სამართლის დარგში; 1800 წელს მან მოახდინა ქართული სამართლის კოდიფიკაცია, შეადგინა კრებული, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "სამართალი ბატონიშვილის დავითისა"(1964, გამოსცა დავით ფურცელაძემ); მასვე ეკუთვნის რუსულ ენაზე დაწერილი წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.38-39 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
| |||||||||||
| |||||||||||
ნანახია: 15 | |
სულ კომენტარები: 0 | |