photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

ბეთანიელი ბერი მამა გიორგი-იოანე (არქიმანდრიტი )

 

   
   
   
   
   

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი.

იყო ილია ჭავჭავაძის პირადი მდივანი. ხვდებოდა წმინდა ილიას მოძღვარს წმინდა ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), მღვდელმოწამე ნაზარს (ლეჟავა), ახლოს იცნობდა მისი დროის თითქმის ყველა გამოჩენილ პიროვნებას. ახალგაზრდა გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია. მალე იგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები. სცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლით დაემუქრნენ. ოჯახში დროებით თავშეფარებულ ბერს უფრო მტკივნეული წყენა მიაყენეს ათეისტური მსოფლმხედველობის მქონე საკუთარმა ძმებმა, რომლებმაც მძინარე ბერს შეკრიჭეს წვერი (შემდგომში ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი ცოლთან ერთად დახვრიტეს). 1924 წელს წმინდა გიორგი გადავიდა ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე (მაისურაძე). ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდა. მამა გიორგი სუსტი ჯანმრთელობის გამო მონასტერში შედარებით მსუბუქი სამუშაოებით - ფუტკრების მოვლით და ბოსტნის დამუშავებით იყო დაკავებული. მამა გიორგი იშვიათად გადიოდა მონასტრიდან, მაგრამ მაინც უწევდა თბილისში ჩასვლა, სადაც მას უამრავი მრევლი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ მთავრობაში მომსახურე პატრიოტულად განწყობილი ფარული ქრისტიანები. მამა გიორგი წინასწარმეტყველების და კურნების ნიჭით იყო დაჯილდოებული. მამა გიორგისა და მამა იოანეს ლოცვით განიკურნა მონასტერში მიყვანილი მრავალი ადამიანი. 1957 წელს, მამა იოანეს გარდაცვალების შემდგომ მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე ეწოდა. მარტო დარჩენილ გიორგი-იოანეს მთელი მონასტრის სიმძიმე დააწვა და კიდევ უფრო შეურყია ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მის მოსავლელად ქალაქიდან ადიოდნენ მისი სულიერი შვილები. გადმოცემის მიხედვით, მამა გიორგის ჰქონდა ღვთისმშობლის გამოცხადება: ყოველადწმიდა ქალწულმა აუტანელი ტკივილებისაგან გატანჯული მოწამე განკურნა. წმიდანს ასევე გამოეცხადა პირველმოწამე თეკლა და ყურძნის მტევანი მიართვა ძღვნად. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე მოძღვარი ქალაქში იმყოფებოდა, სადაც მას ანგელოზი გამოეცხადა, მოახლოებული აღსასრული აუწყა და უთხრა მონასტერში დალოდებოდა ამ ქვეყნიდან გასვლას. წმინდა მამა გიორგი-იოანე 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძე) გვერდით. უკანასკნელ გზაზე მოხუცი მოძღვარი მღვდელმონაზონმა (შემდგომში არიქმანდრიტმა) გაბრიელმა (ურგებაძემ) გააცილა, რომელიც მამა გიორგის სულიერი შვილი იყო. წმინდა მამა გიორგი-იოანე იყო აგრეთვე ბეთანიის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ვასილ ფირცხალავას მოძღვარი. მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი, კანონიზირებულია 2003 წელს წმინდა აღმსარებელი გიორგი-იოანეს სახელით.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.orgorthodoxy.ge

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-19)
ნანახია: 21 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად