ბიოგრაფიამიხეილ საბინინი დაიბადა ტვერელი მღვდლის პავლე საბინინისა და ეკატერინე მირზაშვილის ოჯახში. 1868 წლამდე სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. მისმა სადიპლომო ნაშრომმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია მე-6 საუკუნის ბოლომდე" საგამოცდო კომისიის მაღალი შეფასება დაიმსახურა. პეტერბურგში სწავლის პერიოდში იგი დაუახლოვდა რუსეთში გადასახლებულ სამეფო ოჯახის შთამომავლებს, განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი XII-ის შვილიშვილთან იოანე გრუზინსკისთან, ქართველ მეცნიერ დიმიტრი ჩუბინიშვილთან, ქართველოლოგ მარი ბროსესთან და სხვ. ბერად აღიკვეცა პეტერბურგში და სახელად აირჩია გობრონი. 1871 წელს რუსულად გამოაქვეყნა "ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა"; 1877 წელს, ასევე რუსულად - "ქართული ეკლესიის ისტორია", 1882 წელს "საქართველოს სამოთხე". მიხეილ საბინინმა თავდაუზოგავი შრომით დაიწყო მასალების მოძიება-შეგროვება და ერთ წიგნად გამოსცა ორმოცდაათამდე წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა – სათაურით: "საქართველოს სამოთხე". წიგნი პეტერბურგში გამოიცა. ამ წიგნის წინასიტყვაობაში მიხეილ საბინინი აღნიშნავდა: "პატიოსანო მკითველო. საქართველოს ეკლესიის დავრდომილებამ და სრულიად დამხობილებამ მისმან, მაიძულა დიდის გულსმოდგინებით დამბეჭვდაი ამ წიგნისა, რომელსა უწოდე სახელად "საქართველოს სამოთხე". ამ წიგნისა ამის მეორე, არცა დაბეჭდილი არცა ხელნაწერი არა სადა იპოების, ესრე ვრცელ და სრული, ვითარ ეს წიგნი". სამწუხაროდ მიხეილ საბინინს და მის კრებულს "საქართველოს სამოთხე" ბევრი მტერი გამოუჩნდა. გამოუცხადეს ბოიკოტი და წიგნი არ იყიდებოდა. მიხეილ საბინინს, როგორც ხატმწერს ეკუთვნის არაერთი ხატი, მათ შორის ცნობილი "საქართველოს დიდება" ("ქართული ეკლესიის დიდება"), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიფციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაბეჭდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ბოდბის ტაძრის განახლება და დედათა მონასტრის დაარსება. ტაძრის სამრეკლოს დაედგა გუმბათი და მონასტერს დაუბრუნდა მისი კუთვნილი დიდძალი ნივთები, მათ შორის ცხრამეტფუთიანი ჯვარი. მონასტერთან დააარსა სახელსაქმო სკოლა სიღნაღის მკვიდრი ღარიბი ყმაწვილებისათვის. მიხეილ საბინინმა დიდი შრომა გასწია გარეჯის მონასტრის მოვლა-მოწესრიგებისათვის. მონასტერში ჩაიტანა პეტერბურგსა და მოსკოვში შეძენილი ძვირფასი ნივთები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ამერიკული ნიგვზის მოოქრული და მომინანქრებული კანკელი, დავით გარეჯელის საფლავის საფარი-შესამოსელი, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭელი. 1881 წელს მისი ინიციატივით, დოდორქის დანგრეული მონასტრიდან დავითის ლავრაში გადმოასვენეს უყურადღებოდ მიტოვებული დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები. მიხეილ საბინინი ფილტვების ანთებით 1900 წლის 10 მაისს გარდაიცვალა მოსკოვში. მისი სურვილი, დაკრძალულიყო საქართველოში, დავით გარეჯში, არ შესრულდა. (მიხეილ საბინინის ფოტოს მოძიება მოხდა მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარის, იღუმენია ქეთევანის (კოპალიანი) ძალისხმევით). ხატმწერი. წყარო: alia.ge; resonancedaily.com ბიბლიოგრაფია
| |||||||||||||
| |||||||||||||
ნანახია: 17 | |
სულ კომენტარები: 0 | |