ბიოგრაფიაარსენ ბულმაისიმისძე იყო XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს კათოლიკოსი(1241/42-1249/50), მწერალი. ჯალალედინისა და მონღოლების შემოსევის დროს ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებთან ერთად იღვწოდა საქართველოს სიმტკიცისა და დამოუკიდებლობისათვის. არსენ ბულმაისიმისძე მეტწილად ჰიმნოგრაფიულ თხზულებებს ქმნიდა ქართული და მსოფლიო ეკლესიის წმინდანთა და დღესასწაულთა სადიდებლად. მისი საგალობელი, რომელიც ეძღვნება ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ჩამოტანას, გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და მიზნად ისახავს მტერთაგან შევიწროებული ქართველების გამხნევებას. ჩვენამდე მოღწეულია არსენ ბულმაისიმისძის თხზულებანი: ოთხთა თთუეთანი, საგალობელნი შიო მღვიმელისა, შიოს სვინაქსარული ცხოვრება, საგალობელნი ნინოსი, იამბიკო ღვთისმშობლისადმი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.206 ბიბლიოგრაფია
| |||||||
| |||||||
ნანახია: 19 | |
სულ კომენტარები: 0 | |