არსენ II (კათალიკოსი)
ბიოგრაფიაარსენ II იყო X საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ქართლის კათალიკოსი დაახლოებით 955–980 წლებში. აღუწერია ასურელ მამათა–იოანე ზედაზნელის, იესე წილკნელისა და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზულება "ასურელ მამათა ცხოვრებათას" მოკლე რედაქციაა. XI–XII საუკუნეებში იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ. სწორედ ამ რედაქციებმა შემოინახეს ცნობა არსენ II–ის ავტორობაზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.205 | |||||||
| |||||||
ნანახია: 16 | |
სულ კომენტარები: 0 | |