არსენ ბერი
არსენ ბერი
ბიოგრაფიაXI საუკუნის II ნახევრისა და XII საუკუნის I ნახევრის საქართველოს საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი. მოღვაწეობდა შიო მღვიმის ლავრაში. ლავრის აშენება-განახლება არსენ ბერის ზედამხედველობით მომხდარა. არსენ ბერის კალამს ეკუთვნის დავით აღმაშენებლის ხოტბა "მეფისა დავითის მონაზონი არსენი". მასვე მიეწერება რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერისა და დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის შედგენა, ნინოს ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია, ანდრია კრეტელის დიდი კანონის თარგმანი. მკვლევართა აზრით, არსენ ბერი უნდა იყოს დავით აღმაშენებლის მემატიანე-ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი". ბიბლიოგრაფია
| |||||||
|
| |||||||
| ნანახია: 54 | | |||||||
| სულ კომენტარები: 0 | |
