photo

ყველაფერი ერთ სივრცეში

კინო კლიპები პროგრამები სურათები.

More
photo

ფილმები ქართულად

ფილმები ქართულად.

More
photo

საზოგადო მოღვაწე

საქართველო.

More

​​​​​​​ანტონ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი)
   
   
   
   
   

ბიოგრაფია

1738 წელს ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში ანტონის სახელით. 1739 წელს ანტონ I-მა გელათის წინამძღვრობა მიიღო. მომდევნო წელს ქუთაისის მიტროპოლიტი გახდა. 1743 წელს დავითგარეჯას სავანეში დაბრუნდა. 1744 წელს იგი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ანტონ I მტკიცედ შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის ზრუნვას. ბრძოლას მეფისა და კათოლიკოსის ძალაუფლების განსამტკიცებლად; აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს; მძაფრად ილაშქრებდა სომეხ მონოფიზიტთა იმხანად განსაკუთრებით გააქტიურებული პროპაგანდისტული შემოტევების წინააღმდეგ ("მზამეტყველება", 1750-1752); დაიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება; გარს შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო და განსაკუთრებით დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა და ანტონ I კათოლიკოსობიდან გადააყენეს. 1756 წელს იგი რუსეთს გაემგზავრა, სადაც თავი იმართლა სინოდის წინაშე. 1757-1762წწ. ვლადიმირის მთავარეპისკოპოსი იყო. 1763 წელს ერეკლე II-მ რუსეთიდან დააბრუნა იგი, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. საქართველოში დაბრუნებისთანავე ანტონ I-მა განაგრძო ინტენსიური სახელმწიფო-საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. 1772 წელს ერეკლე II-მ საგანგებო მისიით გაგზავნა რუსეთში, სადაც ანტონ I-ის უშუალო მონაწილეობით მომზადდა ნიადაგი 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ტრაქტატისათვის. მისი მეცადინეობის შედეგად 1762-1763წწ. განახლდა ვახტანგ VI-ისეული სტამბა, 1782 წელს კი რეორგანიზებულ იქნა "ახალ სტამბად". ანტონ I ყოველნაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. ერეკლე II-ის დახმარებით თანდათან გარდაქმნა ნახევრად კერძო ეპარქიული დაბალი სასწავლებლები სახელმწიფო ტიპის სკოლებად, დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის (1755), შემდეგ კი თელავის (1782) სემინარიების დაარსებაში. მან თვითონვე მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დადგენაში. ანტონ I-მა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მან მყარ მეცნიერულ ნიადაგზე დააყენა ფილოსოფიური აზროვნება საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. - თბ., 1975. - გვ. 497-498; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.17-18

ბიბლიოგრაფია

კატეგორია: ისტორიის ნაგლეჯები | დაამატა: kiborg (2024-05-19)
ნანახია: 21 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
ფილმები ქართულად