ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ალექსანდრე ბაგრატიონი იყო მეფე არჩილ II-ის ძე, ცარისტული რუსეთის არმიის არტილერიის ფუძემდებელი, რუსეთის პირველი გენერალ-ფელდცოიხმაისტერი (1699). 1684 წლიდან იზრდებოდა მოსკოვის სამეფო კარზე და პეტრე I-ის ყურადღება მიიპყრო. 1697 წელს მასთან ერთად იმოგზაურა ევროპაში: კენიგსბერგსა და ჰააგაში. 1699 წლამდე სწავლობდა საარტილერიო საქმეს. 1700 წლის 19 მაისს პეტრე I-მა მიანიჭა გენერალ-ფელდცოიხმაისტერის წოდება და რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა. ალექსანდრე ბატონიშვილი შეუდგა რუსეთის არტილერიის რეორგანიზაციას. შვედეთის წინააღმდეგ ომში იგი რუსეთის არტილერიას ხელმძღვანელობდა. 1700 წლის 19 ნოემბერს ნარვის ბრძოლაში შვედებმა ტყვედ ჩაიგდეს. ტყვეობაში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილს პეტრე I-მა წოდება და ნახევარი ხელფასი შეუნარჩუნა, 1711 წელს კი გამოიხსნა ტყვეობიდან, მაგრამ დაავადებული გზაში გარდაიცვალა (პიტეო). დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში. ალექსანდრე ბატონიშვილს რუსულიდან ქართულად უთარგმნია "სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი" ფიქრობენ, რომ მასვე ეკუთვნის იმპერატორ ბასილი მაკედონელის "ტესტამენტის" (ანდერძის) თარგმანი. ქართული კულტურის მოღვაწე. მოსკოვის ქართული ახალშენის მეთაური. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 293 | |||||||||||
| |||||||||||
ნანახია: 77 | |
სულ კომენტარები: 0 | |