აბო თბილელი
ბიოგრაფიააბო თბილელი იყო ქრისტიანობისათვის წამებული არაბი. ნერსე II ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო. ნერსესთან ერთად ქართლში დაბრუნებულ აბოს არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობის დაბრუნება. აბომ უარი განაცხადა. ამის გამო თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. აბოს მოწამეობა აღწერა VIII საუკუნეში იოანე საბანისძემ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით–21 იანვარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.30 | |
| |
ნანახია: 18 | |
სულ კომენტარები: 0 | |